წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში მდებარე ქართული ჩაის საწარმო „შემოქმედს“ ეწვია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მან მოსახლეობასთან ადგილობრივი პროდუქციის ხელშეწყობაზე ისაუბრა და მოუწოდა მათ დალიონ ქართული ჩაი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი ადგილობრივ წარმოებას უნდა მიენიჭოს და იმპორტი კი შეიზღუდოს.