„თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, თენგიზ ომანიძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მათი პარტია ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემების, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული არანორმალურად მაღალი ფასების მოსაგვარებლად იბრძოლებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აუცილებელია, რომ ბაზარზე არსებული მონოპოლისტი კომპანიების გარდა, გაჩნდნენ სხვა მცირე კომპანიებიც.