პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ და ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც პარტიის წევრი აცხადებს, ამ მემორანდუმით ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენენ. კერძოდ, თენგიზ ომანიძის თქმით, პარლამეტში შესვლის შემდეგ, პარტია გამოიძიებს 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალებას, მათ შორის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს.