საარჩევნო კამპანიას განაგრძობს პარტია „თავისუფალი საქართველოც“. კახა კუკავა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, მხარდამჭერებს შეხვდა და მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო. კუაკავას თქმით, მათი გუნდის მთავარი ამოცანა, იაფი მედიკამენტების პროგრამის დანერგვა, ადგილობრივი მეწარმეობისა და საბანკო სისტემის განვითარებაა.