„თავისუფალი დემოკრატების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ვიტალი დარასელიამ ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ის პარტიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საბურთალოს გარდა, მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში მოხსნეს და განაცხადეს, რომ მწირი ფინანსების გამო, გადაწყვიტეს მთელი ძალისხმევა პროპორციულ არჩევნებს მოახმარონ. ვიტალი დარასელია აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას შეეცდება.