„თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამის წარდგენა

პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

ლიდერების თქმით, პარტიის პრიორიტეტებში პირველი ადგილი დეოკუპაციას უკავია. ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების ხელშეწყობას და სხვა. ღონისძიებას პარტიის წევრები, მხარდამჭერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.