არავის მივცემთ უფლებას საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურ მიზანსცენებში ჩართონ, – ასეთია საქართველს პირველი არხის პოზიცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ცილისმწამებლურ ბრალდებებზე. საქართველოს პირველი არხი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც ინსტიტუციაზე თავდასხმებისგან. მაუწყებელი ხაზგასმით აცხადებს, რომ დაბლოკილი თუ დაჩაგრული რესპონდენტები მაუწყებლის არც ერთ პლატფორმაზე არ არსებობენ და მიუხედავად ცილისმწამებლური თავდასხმებისა, არხი საკუთარი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების ფარგლებში კვლავ თანაბარ დროს დაუთმობს ყველა რესპონდენტს, მათ შორის თავდასხმების ავტორებსაც.