შეიარაღებული თავდამსხმელი სამხედრო ფორმაშია ჩაცმული, შენიღბულია და ხელთ აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა. სამართალდამცავებმა უკვე დაადგინეს იმ ადამიანის ვინაობა, ვინც თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა.
თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა, ანუ მაშინ, როცა სხვადასხვა სერვისის მისაღებად, სამსართულიან შენობაში უამრავი მოქალაქე იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა შენობა მეოთხე სართულიდან სახანძრო კიბის გამოყენებით დატოვა, რამდენიმე პირი, მათ შორის ასაკოვანი ადამიანები კი, მოგვიანებით გათავისუფლდნენ. მძევლების გაშვების პირობები ერთ-ერთ არხთან ფეისბუქჩართვისას თავად მძევალმა დაასახელა და, როგორც განმარტა, ის თავდამსხმელის კარნახით მოქმედებდა.