სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს

ორი მძევალი, შეიარაღებული თავდამსხმელი და 6-საათიანი სპეცოპერაცია. კასპში ქვის საამქროში მომხდარი ინციდენტის სავარაუდო მოტივი შურისძიებაა, კონკრეტულად კი ფინანსური დავა. ბრალდებული დაკავებულია, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. უვნებლად მოხდა მძევლების გათავისუფლებაც. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, სპეცოპერაციის დასრულებამდე, ინფორმაცია არცერთ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია.

დეტალები იხილეთ ხათუნა გაგნიძის სიუჟეტში.

 

დატოვე კომენტარი