12 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობითა და ხელყუმბარით შეიარაღებულ პირს ქუთაისში. თავდასხმა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე დაახლოებით 12 საათზე დაიწყო. ბოროტმოქმედი ორ მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.
ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.
ბოლო ცნობებს შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის.