უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ავიაბაზაზე განხორციელებულ შეტევას სამი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატმა შეტევა სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ ავიაბაზაზე განახორციელა. უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი რუსულ ავიაბაზას დაბალ სიმაღლეზე მიუახლოვდა, რა დროსაც საჰაერო თავდაცვის სისტემამ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სამხედროებმა სასიკვდილო ჭრილობები სწორედ საფრენი აპარატის ჩამოგდების დროს მიიღეს.
უკრაინამ აღნიშნულ ავიაბაზაზე შეტევა მიმდინარე თვის დასაწყისშიც განახორციელა.