თავდასხმა პარიზში

მსხვერპლით დასრულდა პარიზში მომხდარი თავდასხმა.

დანით შეიარაღებული მამაკაცი ქალაქის გარეუბანში მდებარე სკვერში გამვლელებს დაესხა თავს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოახდინეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ე. წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა ეს ცნობა ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასტურდება. პარიზის სამართალდამცავ ორგანოში თავდასხმის მოტივზე ჯერ არ საუბრობენ. პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, თავდასხმის ადგილზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.