თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისზე. პარტიის წევრების თქმით, დილით ოფისის მინები ჩამტვრეული დახვდათ. მათივე ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ოფისის დარბევის მეათე შემთხვევაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებენ, რადგან ათი შემთხვევიდან მხოლოდ ორი გამოიძიეს. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.