ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი შემზარავი თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ ნორვეგია ისევ სასტიკი დანაშაულის ადგილად იქცა.
ქალაქ კიონგსბერგში მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, ორი მოქალაქე მძიმედ არის დაჭრილი. მაღალი რისკების გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრდება – მთელი ნორვეგიის მასშტაბით სამართალდამცველები იარაღით აღჭურვილები ივლიან. საზარელი თავდასხმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ მეფისადმი ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენის დღეს მოხდა. უსაფრთხოების სააგენტო ტერორისტულ აქტზე საუბრობს, გამოძიება პოლიტიკური მოტივების გამოვლენის მიმართულებითაც მიმდინარეობს.