რუსთაველის გამზირი – მედიაზე ძალადობის და აგრესიის ეპიცენტრი.
სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე, ბოთლები, ჯოხები, დევნა, აგრესია, დამამცირებელი მოპყრობა – ასე ვითარდებოდა დილიდან დედაქალაქის ცენტრში მოვლენები. ნაცემები და დაშავებულები არიან სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები, დამტვრეულია არაერთი ტელევიზიის აპარატურა. თავდასხმის სამიზნე გახდა საქართველის პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილი საავადმყოფოში მოხვდა. ერთ-ერთ დაზარალებულ ოპერატორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შეტევა და აგრესია იმდენად უმართავი გახდა და ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ მედიის წარმომადგენლების გარიდება გახდა საჭირო. ფიზიკური ძალადობის, დევნის და აგრესიის სამიზნეები გახდნენ ადამიანები, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ და თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი მარშის მოწინააღმდეგეთა აქციის გაშუქებას ცდილობდნენ. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა – გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ჟურნალისტების ცემას უკვე მოჰყვა არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის უმწვავესი განცხადება.