სისხლიანი თავდასხმა გერმანიაში.
ექვსი ადამიანია მოკლული ჰამბურგში, იეჰოვას მოწმეთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად, თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ის ჯერ ქუჩაში ისროდა, მოგვიანებით კი შენობაში შევიდა და სროლა ფანჯრიდან განაგრძო. გამოძიება თავდასხმის მოტივის დასადგენად ჯერ კიდევ მუშაობს და ამ ეტაპზე საქმეში ტერორიზმისა და პოლიტიკური დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.
დადგენილია, რომ თავდამსხმელი იეჰოვას მოწმეთა ცენტრის ყოფილი წევრია.