7 დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული – თავდასხმა ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლაში.
სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს და მასწავლებლებს ცეცხლი ამავე სკოლის ყოფილმა სტუდენტმა გაუხსნა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, დაღუპულებს შორის რამდენია სკოლის მოსწავლე და თანამშრომელი.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელია.
თავდამსხმელის ბიოგრაფიას უკვე სწავლობს პოლიცია. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.