თავდასხმა დონალდ ტრამპზე

პენსილვანიაში დონალდ ტრამპს ესროლეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ხვდებოდა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ ტრამპმა დაზიანება სახის არეში მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის სპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ტრამპმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და თავს კარგად გრძნობს, 20 წლის თავდამსხმელი მამაკაცი კი განეიტრალებულია. მომხდარის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს და ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმა.

ლევან ახალია დეტალებით პირდაპირ ეთერში.