ურთიერთობა კიდევ ერთხელ მწვავდება ირანსა და ისრაელს შორის.
ისლამური რესპუბლიკა მოსადს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ იერიშზე პასუხისმგებლობას აკისრებს და საპასუხო ზომებით იმუქრება. კვირას მომხდარი ინციდენტის შედეგად ბირთვულ ობიექტს ელექტრო მომარაგება შეუწყდა. მომხდარის გარშემო ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ისმის. თეირანი საბოტაჟს დასავლეთთან ბირთვულ პროგრამაზე განახლებულ მოლაპარაკებებსა და ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნისთვის ხელის შეშლას უკავშირებს. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღის მოპოვება შეძლოს, – ასეთია ისრაელის პრემიერის პოზიცია.