თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია. განხილვამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ალეკო ელისაშვილის თქმით, დამატებული იყო განსახილველი საკითხი და გეგმის გარდა, წარმოადგინეს დამატებითი კანონპროექტი, რაც კომიტეტის დაწყებისას გაიგო. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს პროცედურული დარღვევა არ არის და საკითხი პარლამენტში დეკემბერში შემოვიდა.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, 2024 წელს საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება საკანონმდებლო დონეზე სფეროს დახვეწა, თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება და თავდაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება.