თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და პროგრესი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ღონისძიების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ პარტნიორი სახელმწიფოები ერთხმად უჭერენ მხარს ქვეყნის პროგრესს და სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ბათუმიდან  ლიკა ალელიშვილი დეტალებით.