დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელს აბსურდულს უწოდებენ. მათი განცხადებით, არარსებულ საქმეზე სარჩელის შეტანის ერთადერთი მიზანი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაყადაღებაა.
შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციებია პოლიტიკურ სპექტრში.