თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აშშ-ის „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადებას ეხმაურება. უწყებაში ამ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ სწავლებას სარგებელი ორივე ქვეყნისთვის მოაქვს, რადგან ის ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.
პენტაგონმა „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება გადადო