თავდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, გასული წლის პრიორიტეტები, სამომავლო გეგმები, საიდუმლო შესყიდვები და პროგრამები – ამ მიმართულებზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში. დახურულ სხდომაზე, უწყების ხელმძღვანელი მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ განმარტებები ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინასა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვის საჭიროებაზე გაკეთდა. შეხვედრას ოპოზიციის კვოტით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თემურ ჯანაშია ესწრებოდა.