თავდაცვის მინისტრის განცხადება

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გარკვეული ძალები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, როდესაც ნატოში გაწევრიანების გზაზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. მისივე განმარტებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა ქართველი ხალხის არჩევანი, საქართველოს დაცულობისა და თავისუფლების გარანტია.

ლევან იზორიამ, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩართვის ცერემონიალზე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა. მინისტრმა 31-ე ბატალიონს სწავლების დაწყება მიულოცა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.