საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მუშაობას გაეცნო. ირაკლი ჩიქოვანმა ყაზარმები, ბაზების ინფრასტრუქტურა, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერა. მინისტრი ადლიაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზასაც ეწვია, მისი განცხადებით, დასავლეთის სარდლობაში უკვე დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და მომავალში კი სამხედრო მოსამსახურეების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.