„თავდაცვის კოდექსის“ ხმაურიანი განხილვა

არანაკლებ ხმაურიანად მიმდინარეობს თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა.

საკომიტეტო სხდომაზე დაწყებული კამათი ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უთანხმოების მთავარი მიზეზი კანონპროექტის ის ნაწილია, რომლის მიხედვით მღვდელმსახურება სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების საფუძველს აღარ წარმოადგენს.

ამ ჩანაწერს კატეგორიულად ეწინააღმდეგება „გირჩი“, რომელმაც წლების წინ სწორედ სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად რელიგიური ორგანიზაცია შექმნა. „გირჩი“ ჯარში სავალდებულო წასვლას მონობად მიიჩნევს. ამავე კანონპროექტით სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოხდება, რის შემდეგაც პირს რიგითის წოდება მიენიჭება.

ახალი კოდექსი 2025 წლიდან შევა ძალაში.