ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული კახაბერ ზურაბაშვილი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე კი თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის ცხედარი გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით საქმე 401-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.