„გირჩი“ თავდაცვის ახალ კოდექსს აპროტესტებს. პარტია და მის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დღეს პარლამენტთან აქციას გეგმავენ. მათი მოთხოვნაა, სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი გახდეს. ამასთან, ისინი განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ახალი კოდექსით გათვალისწინებულ იმ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველი რელიგიური ორგანიზაციის წევრობა აღარ იქნება. მათი განცხადებით, ეს ხელს შეუშლის მათ კარიერულ და პიროვნულ განვითარებას, სწავლას, მუშაობასა და ავტომატურად გააუარესებს მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობასაც.
თავდაცვის ახალ კოდექსს ეხმაურებიან სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.