თბილისის იეზიდურ ტაძარში, დღესასწაულთან „ტავაფა ეზიდ“ დაკავშირებით საზეიმო მსახურება ჩატარდა.
გუმბათის თავზე ძღვენის აღმართვის რიტუალიც შედგა.
ღონისძიებას სპეციალურად ამ დღისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იეზიდებიც ესწრებოდნენ.
მსახურების ჩატარებამდე, ტაძრის ეზოში ტრადიციული ცეკვის რიტუალიც შესრულდა.
იეზიდური სატაძრო დღესასწაული ყოველი წლის ივნისის პირველ კვირას აღინიშნება.