მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლება რუსეთს აკისრებს და ამ საკითხზე მომზადებული სპეციალური რეზოლუციის წარდგენას დღეს ბიუროს სხდომაზე გეგმავს. მმართველი გუნდი ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების მექანიზმების შეცვლას მოითხოვს.
დღესვე იმსჯელებენ ევროპული საქართველოს წინადადებაზეც, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივით გამოდის. რეზოლუცია ოპოზიციურმა პარტიამ საკანონდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა. პროექტის მიხედვით, სანქციები იმ პირებს უნდა შეეხოთ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები.