„ევროპული საქართველოს“ სიით პარლამენტში შესული ტარიელ ნაკაიძე საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა. ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ გუშინ დატოვა და პარლამენტში დღეიდან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს. ამ ეტაპზე ნაკაიძე არცერთ ფრაქციაში და არცერთ პარტიაში გაერთიანებას არ გეგმავს.
მისი განცხადებით, პარლამენტში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად შემოვიდა. შესაბამისად, აქცენტს პარლამენტში მუშაობის დროს ამ საკითხებზე გააკეთებს.