ტაქსის მძღოლების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები მერიას ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას სთხოვენ. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ. ისინი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ, გადაწყვეტილების მისაღებად კი ვადას პირველ ივნისამდე აძლევენ.
აქციას „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებიც შეუერთდნენ. რაც შეეხება დედაქალაქის მერის პასუხს, კახა კალაძის განცხადებით, მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან, დღეს გაკეთებული განცხადებების ავტორები კი პოლიტიკურ პარტიებთან არიან კავშირში.