აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების აქცია „ბოლტისა“ და „იანდექსის“ წინააღმდეგ. შეკრებილები კომპანიებს საქალაქო სასამართლოში უჩივიან და დამსაქმებლებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ. ასევე უცვლელი რჩება B კატეგორიის ტაქსების მძღოლების წინა მოთხოვნა, ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლების მოპოვებასთან და ჯარიმებთან დაკავშირებით. დასაქმებულების ინფორმაციით, თბილისში ყველა ტაქსს უნდა შეეძლოს ავტობუსის ზოლში მოძრაობა.
მძღოლების მოთხოვნებს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა, მისი თქმით, კატეგორიის ასარჩევად და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით სარგებლობისთვის მათ საკმარისი დრო ჰქონდათ.