რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი დაიწყო. „თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. პროექტი ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად. პირველ ეტაპზე რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის ექვს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა.