ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, „ჯაველინის“ შეძენის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული, – ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე განაცხადა.  ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს “ჯაველინების” სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს.