"თანასწორობა გვჭირდება"- კამპანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
“თანასწორობა გვჭირდება” – ამ სახელწოდებით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის სოციალური კამპანია დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სიმბოლური “ქალების სახლი” და მოესმინათ რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული ისტორიები. პროექტი გაერო-ს განვითარების ფონდისა და საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.