ორგანიზაციამ, – „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო,“ – ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი პროფესიულ სასწავლებლებთან და კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ გააფორმა.
დოკუმენტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივას წარმოადგენს. ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამები, რომელთა კურსდამთავრებულებს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ სხვადასხვა პროფესიაზე სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
პროექტის მიზანია გოგონები დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომლებიც ქალებში ნაკლებად პოპულარულია და მიიღონ დასაქმების შესაძლებლობები.