თანამშრომლობის მემორანდუმი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობას ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, ორმხრივად საინტერესო ღონისძიებებზე მიწვევასა და პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობას.