თანამშრომლობის მემორანდუმი

პირველ არხსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მოაწერეს. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მხარეების ურთიერთობა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში გადადის, რაც ხელშეწყობა იქნება სამხედრო-პატრიოტული აღზრდისთვის.