საქართველოსა და ყაზახეთის კინოცენტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შემდგომ კინოინდუსტრიის მიმართულებით თანამშრომლობის წახალისების მიზნით, კინოცენტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ პროდიუსერებს, მონაწილეობა მიიღონ ყაზახური კინოფონდების კოპროდუქციის კონკურსებში. ასევე, ყაზახ რეჟისორებსა თუ პროდიუსერებს, შესაძლებლობა ექნებათ, იპოვონ ქართველი პარტნიორები და მონაწილეობა მიიღონ ეროვნული კინოცენტრის კონკურსებში. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.