განათლების სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაზე, საზოგადოებისა და ამომრჩევლის ინფორმირებაზე და მათი ცნობიერების ამაღლებაზე. გიორგი ამილახვარმა და გიორგი კალანდარიშვილმა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.