თანამშრომლობა Rothschild & Co-სთან

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი „როტშილდ ენდ კო“ იმუშავებს, – შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილსა და „როტშილდ ენდ კოს“ მმართველ დირექტორს შორის გაიმართა. აღინიშნა, რომ კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით.