თანამედროვე კორპუსები ავარიული შენობების ნაცვლად

ბათუმში მასშტაბური პროექტი იწყება.

2026 წლისთვის 3 000-მდე ოჯახი ახალი ბინები ექნება. თუმცა, მანამდე არაერთი რთული პროცესია გასავლელი, მათ შორის მოლაპარაკებები მობინადრეებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის, რომლებიც პროგრამაში ერთვებიან. სანაცვლოდ კი აჭარის მთავრობისგან 150 ლმილიონი ლარის საბანკო განარტიებს მიიღებენ. ავარიული შენობები ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი და მრავალწლიანი გამოწვევაა. საშიშ პირობებში ახლაც ასეულობით ოჯახი ცხოვრობს.