თამბაქოს მოხმარების საგანგაშო მაჩვენებლები.
სამედიცინო უნივერსიტეტში სტატისტიკა დღეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა თამბაქოს გარეშე დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინეს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში დაახლოებით მილიონ სამასი ათასი მწეველია. აქედან 18 პროცენტი ქალია, ხოლო ორსულთა შორის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 15 %-ია. მაღალია თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. თუკი მსოფლიოში ლეტალური შემთხვევების 10% მოწევას უკავშირდება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს აღემატება.