კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯაზმენი თამაზ ყურაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ფილარმონიის ანსამბლ „დიელოს“, ანსამბლ „ჩანგის“, ასევე რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
თამაზ ყურაშვილი არის კომპოზიტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „სუფთა დაფა“, მხატვრული ფილმის „ისინი“, ასევე თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლის „ათვინიერებენ მიმინოს“.
თამაზ ყურაშვილს 2011 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც გადაეცა.