თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარლამენტის სხდომაზე
საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის ომის ვეტერანის, თამაზ გინტურის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმძიმე არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ოკუპაცია.