თამაზ გაიაშვილის საჩივარი

თამაზ გაიაშვილი მთავარ არხს სასამართლოში უჩივის.

Georgian Airways-ის დამფუძნებელი კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს იმ სიუჟეტს, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში გავიდა. გაიაშვილის განცხადებით, რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ მათ რამდენიმე მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება აქვთ, რაც სიმართლე არ არის და კომპანიას სახელმწიფო დავალიანება არასდროს ჰქონია.