თამარ კორძაიას განცხადება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. მეორე ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცესკო-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები. საქმე ეხება – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელებს.

თამარ კორძაიას მიაჩნია, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარებული სხდომა, მხარეებს არ მისცემს შესაძლებლობას, მტკიცებულებები და თავიანთი მოსაზრებები წარადგინონ. სხდომის პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბებიან.