„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოსთან ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით შეეცდება. კორძაიას განმარტებით, ემიგრანტებმა ხელმოწერების საფუძველზე მიმართეს ცესკო-ს კონკრეტულ ქალაქებში უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რაზეც მისივე თქმით, საარჩევნო კომისიისაგან უარი მიიღეს.